ვაკანსია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის – ვებგვერდისა და აპლიკაციის ადმინისტრატორი

დასაქმება

შპს „ევროპროდუქტი“ დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, El pozo და სხვა.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

თანამდებობა: ვებ გვერდის და აპლიკაციის ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 900 ლარი

სამუშაოს აღწერა:

  • ვებ გვერდის და აპლიკაციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა კონტენტის, ვიზუალური მხარის, შინაარსის და ფუნქციონალურობის გათვალისწინებით.
  • ვებ გვერდის და აპლიკაციის ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი.
    მიწოდებული ტექნიკური ამოცანების შეფასება და განხორციელება.
    განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტესტირების მხარდაჭერა.
  • დიზაინზე ზრუნვა, ახალი სექციების დამატება.
  • ვებგვერდის/აპლიკაციის შინაარსის განახლება, განლაგების შექმნა.
    ონლაინ შეკვეთების ორგანიზება.
  • შეკვეთების მომხმარებლამდე მიტანის გაკონტროლება.

განათლება და გამოცდილება

ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

ძირითადი მოთხოვნები

  • ვებგვერდზე არსებული ხარვეზების აღმოჩენა და გასწორება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • ვებგვერდის ოპტიმიზაცია;
  • ვებგვერდის ტესტირება;
  • ვებგვერდის განვითარებაზე ზრუნვა;
  • CMS-თან მუშაობის გამოცდილება;
  • ვებ გვერდის და კონტენტის რეგულარული ბექაფირება.

უნარ-ჩვევები:

  • ვებგვერდების საძიებო სისტემასთან ადაპტაცია.
  • ანალიტიკური აზროვნება.
  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ამოცანის შესასრულებლად სავარაუდო ვადის დადგენა და დაცვა.
  • რამდენიმე ამოცანის ერთდორულად შესრულების უნარი.
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პრობლემების გადაჭრის უნარი

თუ თვლით, რომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@europroduct.ge მიმდინარე წლის 13 იანვრამდე, “subject”-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები