მაისი, 2015



ხარ სტუდენტი?

გიფიქრია სამსახურზე, რომელსაც სწავლას შეუთავსებდი?

გაღელვებს ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები?

გინდა, შენმა ხმამ ადრესატამდე მიაღწიოს?

მაშინ, ARIS სამუშაო შენთვის!

სტუდენტებზე ორიენტირებული, საგანმანათლებლო ინტერნეტ გამოცემა ARIS.GE გაძლევს შესაძლებლობას, გამოაქვეყნო შენი მოსაზრება, კომენტარი, რეპორტაჟი (ფოტო, ვიდეო,აუდიო), ბლოგი, ესე,  – და მიიღო პირველი ჰონორარი.

დაინტერესდი შემოთავაზებით? მაშინ, გამოაგზავნე შენი რამდენიმე პუბლიკაცია და საკონტაქტო ინფორმაცია (სტუდენტობის,მაგისტრის, დამადასტურებელი საბუთის ფოტო) ელექტრონულ მისამართზე _ arissblogi@gmail.com  და დაელოდე ზარს.

თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალები გამოქვეყნდება https://studinfo.ge/ -ის რუბრიკაში „ARIS ბლოგერი“. „სტუდენტური ამბები“ ახალი რუბრიკის საშუალებით სტუდენტებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.

 [textmarker color=”b01111″]ყოველი თვის ბოლოს, გამოვლინდება თვის საუკეთესო ბლოგპოსტის 3 ავტორი, რომლებსაც, საჩუქრად, კინოს 2 ბილეთი გადაეცემათ!!![/textmarker]

იყავი თავისუფალი და გახდი “ARIS ბლოგერი”!

 

 

ARIS სარედაქციო პოლიტიკა

ARIS.GE-ს მიზანია, სტუდენტებს დაეხმაროს საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების სასურველი ფორმით გამოხატვაში, ამიტომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ტექტსი ვებ.გვერდზე  რედაქტირების გარეშე განთავსდება.

თუმცა, ARIS.GE იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს:

      1. ცილისწამებასა და დისკრიმინაციას
      2. უხამსობასა და ვულგარულობას
      3. ძალადობისაკენ მოწოდებას, მუქარასა და დამცირებას
      4. სიძულვილის ენას
      5. კომერციულ ინტერესებს

ARIS.GE მოუწოდებს სტუდენტებს, დაიცვან საავტორო უფლებები!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები